Caucasus University

გზის გასაყარი

სტუდენტური ცხოვრება

ბაზალეთი

ჩვენ შესახებ

2004 წელს, კავკასიის უნივერსიტეტი შეიქმნა კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე. მისი დევიზია: "Studium Pretium Libertatis" - ,,ცოდნა თავისუფლების საწინდარია”. კავკასიის უნივერსიტეტს მიღებული აქვს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაცია. კავკასიის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ლექტორები. კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სახელმწიფო მართვის, ტურიზმისა და ჯანდაცვის სკოლებისგან. უნივერსიტეტში მოქმედებს სადოქტორო, სამაგისტრო, საბაკალავრო, უმაღლესი პროფესიული და სასერტიფიკატო პროგრამები. კავკასიის უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს ევროპის, ამერიკისა და აზიის უნივერსიტეტებთან. შესაბამისად, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში. ისინი ინტენსიურად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, ამავდროულად, ჩვენთან განათლებას იღებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები. კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან ბანკებში, სახელმწიფო სექტორში, საერთაშორისო და კერძო კომპანიებში როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 



 

გერბი

გაზიარება

You are here:   საწყისი გვერდიჩვენ შესახებმმართველობა